ნაფეტვრების დასახლებაში ხანძარია – ცეცხლი მოსახლეობასთან ახლოს ბალახს გაუჩნდა

მცხეთაში, ნაფეტვრების დასახლებაში ხანძარია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ბალახს და ბუჩქებს გაუჩნდა, რომელიც მოსახლეობასთან ახლოსაა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 4 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.
ამ ეტაპზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. მოსახლეობისთვის საშიში არ არის და არც პანიკის საფუძველი არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები