ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩხრიალას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩხრიალას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო – სამაშველო ბრიგადასთან ერთად მოსახლეობაც ცდილობს.
როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლაშა უძილაურმა პირველ არხს განუცხადა, ცეცხლი ხმელ ბალახს მოედო, შემდეგ კი აღნიშნულ ტერიტორიაზე გამავალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენებზე გადავიდა.
ამ წუთებში ილტოს ხეობის ექვს სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.