საქართველოს ახლად დანიშნულმა მუდმივმა წარმომადგენელმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს ახლად დანიშნულმა მუდმივმა წარმომადგენელმა, ირაკლი გივიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ირაკლი გივიაშვილსა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს შორის.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროპის საბჭოს შორის ურთიერთობების მთავარი მიმართულებები, ხაზი გაესვა იმ დადებით დინამიკას, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები