შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა
აჭარაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. აღნიშნულის გამო, ქობულეთსა და ბათუმის სანაპიროებზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია.