ოთარ აბესაძე: ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, პირველ რიგში კი – ჩემს ოჯახს, შექმნილი ვითარების გამო
თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს. ამის შესახებ მან სასამართლოს დღევანდელ პროცესზე გააკეთა.
“მზად ვარ პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის, მხოლოდ იმ იურიდიულ ჩარჩოებში, რომელსაც მე და დაცვის მხარე მივიჩნევთ, რომ უნდა მიდიოდეს პროცესი. ნაწილობრივ ვიზიარებ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, პირველ რიგში კი, ჩემს ოჯახს, შექმნილი ვითარების გამო”, – აღნიშნა აბესაძემ.
14 ივლისს, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთარ აბესაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ოთარ აბესაძეს ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 13 ივლისს წაუყენეს ბრალი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი, 3 000 აშშ დოლარი მოითხოვა. მან მოქალაქეებს განუმარტა, რომ არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო, სამუშაოების დაწყება შეეძლოთ და ჯარიმებიც არ იქნებოდა.