თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო კრწანისის რაიონში დღეს, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ორთაჭალის, კრწანისის და წინანაურის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია „თელასის“ ცნობით, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო კრწანისის რაიონში დღეს, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ორთაჭალის, კრწანისის და წინანაურის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სანზონის დასახლების, ჭოპორტის, ლიახვის და ჟინვალის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), საექიმოს და ნავთლუღის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კედიას, თევდორე მღვდლის და ცემის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, ლიბანის და ბარალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის სასწავლო მეურნეობის და ბურძგლას ქუჩის მცხოვრებლებს.
შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.