გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარეობის კანდიდატის განცხადებით, ირაკლი პეტრიაშვილი აგონიაშია

გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარეობის კანდიდატის, დავით ოქიტაშვილის განცხადებით, არჩევნებში მისი კანდიდატურის დაყენების გამო, ირაკლი პეტრიაშვილი აგონიაშია.
როგორც ოქიტაშვილმა აღნიშნა, 19 ივნისის შემდეგ მოვლენები შეიცვალა, პეტრიაშვილის დანაშაულებრივ საქმიანობას ფარდა აეხადა, ამიტომ, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების შედეგად, ის თანამდებობას აუცილებლად დატოვებს.
„ირაკლი პეტრიაშვილი უკვე აგონიაშია, რადგან მას არ ეგონა, თუ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა დადგებოდა, ანუ მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში. რაც შეეხება იმ წერილს, რომელსაც პეტრიაშვილი აფრიალებს და ამბობს, რომ დათო ოქიტაშვილი სთხოვდა, კენჭი ეყარა მეოთხედ პროფკავშირების თავმჯდომარის თანამდებობაზე, მინდა გითხრათ, რომ 19 ივნისის შემდეგ მოვლენები შეიცვლა და დანაშაულებრივ საქმიანობებს ფარდა აეხადა. პეტრიაშვილი არ არის პროფკავშირი, პროფკავშირი არის ის წევრები, რომლებიც ამ ორგანიზაციაში იმყოფებიან“, – განაცხადა გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარეობის კანდიდატმა.
ოქიტაშვილმა თმით, გარკვეული დროის განმავლობაში ფიქრობდა, რომ პეტრიაშვილი შეხედულებებს შეიცვლიდა.
„2012 წელს მე იმედი მქონდა, რომ ირაკლი პეტრიაშვილი თავის შეხედულებებს შეიცვლიდა. ჩვენ ველოდებოდით ამ არჩევნებს და გვინდა არჩევნებით დავამარცხოთ ის რეჟიმი, რომლითაც წლებია მართავს პეტრიაშვილი. გამჭვირვალე უნდა გახდეს ის ქონება, რასაც პროფკავშირი ფლობს. მე ეკა ბესელიას განცხადებას ვეთანხმები. მოვითხოვ, პროკურატურა შევიდეს ამ დაწესებულებაში და ყველაფერი შეამოწმოს. ჩემთვის მოულოდნელი იყო ჩემი კანდიდატურის დაყენება. მე მინდა პეტრიაშვილს ვთხოვო, იმ წერილის ფრიალს თავი დაანებოს. ჩემ უკან ის ადამიანები დგანან, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობენ კოჰაბიტაცია დაასრულონ, ჩვენ პეტრიაშვილის ნაირ ადამიანებს არჩევნების გზით აუცილებლად დავამარცხებთ“, – აღნიშნა ოქიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები