შსს-მ საბურთალოზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საბურთალოზე, ვაჟა – ფშაველას გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
აფეთქება მრავალსართულიანი შენობის პირველ სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად, შენობის კედელი ჩამოიშალა და 1 ადამიანი დაშავდა. როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, სასწრაფოს ბრიგადამ დაშავებული პაციენტი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები