საბურთალოზე მომხდარი აფეთქების შედეგად, მამაკაცმა სხეულის 50 -პროცენტიანი დამწვრობა მიიღო
საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 50 წლის მამაკაცმა სხეულის მე-2-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო.
როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტმა, აფეთქების შედეგად, სხეულის 50 -პროცენტიანი დამწვრობა მიიღო.
მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამჟამად იგი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ქავთარაძის ქუჩაძე საცხოვრებელი კორპუსის 1 სართულზე აფეთქება მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
აფეთქების შედეგად, შენობის კედელი ჩამოიშალა. თუმცა, ღია ცეცხლი არ ფიქსირდება.