30 და 31 აგვისტოს თბილისი-გორი, გორი-თბილისის მიმართულებით, დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე, მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 40კმ-ზე, მდ. ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის ტოპო-გეოდეზიური სამუშაოების წარმოებისათვის, საჭიროა, სავალი ნაწილის დროებით შევიწროება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე, ორივე მიმართულებით.
ნაცვლად 2017 წლის 29-30 აგვისტოსი, შეზღუდვა განხორციელდება 2017 წლის 30 აგვისტოს თბილისი-გორის მიმართულებაზე, დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე, ხოლო 31 აგვისტოს – გორი-თბილისის მიმართულებაზე, დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.