როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 30 აგვისტოს დღის ბოლოდან 1 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან – ძლიერი. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვის სანაპირო რაიონებში შესაძლებელია 2 – 3-ბალიანი ღელვა.