დავით დეფმა საქართველო დატოვა
ქართველი პოეტი დავით დეფი საქართველოდან წავიდა. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაღებული ფოტო დადო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს არ იყო მორიგი მოგზაურობა უცხოეთში.
,,ნიუპოსტის” ინფორმაციით, დეფი ნიუ-იორკშია. დეფი თავად ესაუბრა ,,ნიუპოსტს“ და თქვა, რომ საქართველოს დატოვება კონკრეტული მიზეზების გამო გადაწყვიტა. პოეტი დეტალებზე არ საუბრობს. მომავალ წელს, აშშ-ში დეფის ახალი რომანი უნდა გამოიცეს.
წყარო: “ნიუპოსტი”