ეკა ბესელია: რკინიგზის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის უკან ირაკლი პეტრიაშვილი დგას

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელიას თქმით, რკინიგზის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე შიმშილობის აქცია გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის მიერ არის ორგანიზებული.
თვით პეტრიაშვილის უკან კი, ეკა ბესელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.
„ძალიან დიდი ხანია ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირებს ხელმძღვანელობს და, როგორც ჩანს, მისი ინტერესი მოახლოებული არჩევნების წინ ისევ საკუთარი თავის შეთავაზებაა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
ეკა ბესელიამ ირაკლი პეტრიაშვილს მოუწოდა, რომ რკინიგზის ადმინისტრაციას საშუალება მისცეს, თავად აწარმოოს მოლაპარაკებები მოშიმშილე თანამშრომლებთან.
ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ ირაკლი პეტრიაშვილის უკან “ნაციონალური მოძრაობა” იდგეს.
იურიდიულ კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, პროფკავშირებში თანხების მითვისებასთან დაკავშირებით არის საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი და ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ.
“პირადად დავინტერესდი რკინიგზის დეპარტამენტში განვითარებული მოვლენებით. დარწმუნებით იმის თქმა შემიძლია, რომ რკინიგზის ადმინისტრაცია თანამშრომლებს, სურვილის შემთხვევაში, სამსახურში დაბრუნებას სთავაზობს. მოლაპარაკება შესაძლებელია ყოველგვარი ჩარევისა და პოლიტიკური ინსინუაციების გარეშე, რასაც ადგილი აქვს პროფკავშირების თავმჯდომარის მხრიდან. თუ არ ექნება ადგილი ხელოვნურ ჩარევას და მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც, როგორც ჩანს, პროფკავშირებში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება, ეს საკითხი ძალიან სწრაფად გადაწყდება. იმ თანამშრომლებს, რომლებიც შიმშილობენ, სამჯერ ჰქონდათ რკინიგზის ადმინისტრაციისგან შეთავაზება და პროფკავშირების ხელმძღვანელის მხრიდან ხელოვნური ჩარევა ხდება, ეს აჩენს ძალიან ბევრ ეჭვს”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები