გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შველი ველურ ბუნებაში დააბრუნეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ქალაქ ბათუმში, ხელვაჩაურში მოქალაქის მიერ ნაპოვნი შველი ნახეს. ცხოველს გარეგნულად დაზიანება არ აღენიშნებოდა.
დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შველი მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გადაიყვანეს და ველურ ბუნებაში გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები