ირაკლი პეტრიაშვილს დავით ოქიტაშვილი ჩაანაცვლებს

დავით ოქიტაიშვილმა კოლეგებთან დისკუსიის გამართვის შემდეგ გადაწყვიტა, რომ სექტემბერში გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებს.
ოქტიაშვილმა განაცხადა, რომ გამოწვევას იღებს და პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის დამარცხებას მთელი ძალის მობილიზებითა და კოლეგების მხარდაჭერით შეძლებს.
ამის შესახებ ოქიტაშვილმა კავშირის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„თქვენ იცით, დაახლოებით რამდენი წელია ვურთიერთობთ და ვერ დაასახელებთ, რომ როდესმე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიმეღოს. ჩვენ ერთად ვიღებდით ყოველთვის გადაწვეტილებას. ახლა კი გისვამთ კითხვას: ერთი თეთრი პეტრიაშვილს ხელოვნების პროფკავშირებისთვის გაუღია? თქვენს წინადადებას მივიღებ, იმ პროფკავშირებში ყოფნას, სადაც გაერთიანებულნი არიან ასეთი ცნობილი ადამიანები, რა სარგებლობა მოაქვს ამ ყველაფერს? ჩვენ უნდა გავაღოთ კარი და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ქონების მფლობელია პროფკავშირი. ჩემთვის არის ძალიან რთული, მე ვიცი, რა ბინძურ ძალას ვეჯახები. მჯერა, რომ  მას ჩვენ ერთად დავამარცხებთ. მე არ ვაპირებ პეტრიაშვილთან ბრძოლას იმ მეთოდებით, რომელიც თორმეტი წელი თავად იბრძვის. მე ვიღებ ამ გამოწვევას, ჩემო კოლეგებო, და სექტემბერში დავაყენებ ჩემს კანდიდატურას გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის თანამდებობაზე“, – განაცხადა ოქტაშვილმა.
დღეს, რუსთაველის თეატრში, 12:00 საათზე, ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი კავშირის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე, კერძოდ, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დატოვების შესახებ იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები