ეკა ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე: ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი გადაიდგა

არავინ ამბობს უარს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე შეხვედრასა და დისკუსიაზე, თუმცა ოპოზიციური პარტიების მხრიდან რაციონალური მიდგომა არ არსებობს, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე ვარაუდით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შეუძლებელი იქნება.
“ჩვენ დავტოვეთ დიალოგის და დისკუსიის ღია სივრცე. ვცადეთ, რომ გამოყენებულიყო ყველა შესაძლებლობა, კონსტიტუციის მესამე მოსმენით გადაწყვეტილების მიღებამდე, რომ ეს დრო გამოყენებულიყო დამატებითი დისკუსიისთვის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, რაიმე ტიპის კონსენსუსისთვის არ ჩანს კონსტრუქციული მიდგომა და წინაპირობა. ჩვენი მხრიდან გადაიდგა ყველა ნაბიჯი ამ შეთანხმებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას არ მოჰყვა შემხვედრი რაციონალური გადაწყვეტილებები. ჯერჯერობით, მე ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, რა შეიძლება იყოს შეთანხმების დამატებითი სახით გამოყენებული. ამ დროში, რაც დარჩენილია მესამე მოსმენამდე, როგორც ჩანს, შეთანხმება  შეუძლებელი იქნება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები