მიხეილ გიორგაძემ ქეთი დოლიძის ბრალდებებს უპასუხა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქეთი დოლიძის ბრალდებებს უპასუხა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკითხის პოლიტიზება დაუშვებელია.
მანვე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების არჩვენებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საბოლოო შედეგები კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.
“თქმა ყველაფრის შეიძლება, თუმცა ნათქვამი არგუმენტირებული უნდა იყოს. პოლიტიკურ სარჩულზე ლაპარაკი მიუღებელია და პოლიტიკა ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. მოვრჩეთ, მეგობრებო, მითქმა-მოთქმას, ჭორაობას, უხერხულია. დაპირისპირება მაშინაა, როცა ორი პირია დაპირისპირებული, სამინისტრო კი არავის უპირისპირდება”,- განაცხადა გიორგაძემ.
კვირის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი, ვინ დაიკავებს 23 პროფესიულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების თანამდებობას.
მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამენ ქეთი დოლიძე და თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ელენე მაცხონიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები