თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოებია.
შეზღუდვა შეეხება კრწანისის, სამგორის, ნაძალადევის, ისნის, დიდუბის და გლდანის რაიონების ნაწილს.
„კრწანისის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კალანდაძის, გორგასალის და მარტვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გუმათჰესის, რაზიკაშვილის და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მესხის, კელაპტრიშვილის, ხუდადოვის და სტურუას ქუჩების მცხოვრებლებს; 10:30:-დან 17:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხებათ: ზღვისუბნის დასახლების IX და X კვარტლების, ანაპის 414 დივიზიის დასახლების და გურამიშვილის გამზირის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ვაზისუბნის დასახლების მცხოვრებლებს; 11:00-დან 15:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და დოდაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლუბლიანას და ტერევერკოს ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის, გლდანის VIII მიკრორაიონის, ჯანჯაღავას (ნაწილობრივ) და კაჭარავას (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები