პარლამენტის წევრის თქმით, პროფკავშირების ხელმძღვანელს პოლიტიკური ინტერესები აქვს

საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი მიმდინარე რეალობას საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად იყენებს.
ამის შესახებ გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა.
„ბატონი პეტრიაშვილი ამ ყველაფერს იყენებს საკუთარი მიზნისთვის. ეს არც პირველია და არაც უკანასკნელი, სანამ ეს ადამიანი იქნება კონკრეტულად ამ თანამდებობაზე. სამწუხაროდ, ამ ხალხის გამოყენება ხდება, რათა პეტრიაშვილის პოლიტიკური ინტერესები დაკმაყოფილდეს“, – აღნიშნა პარლანემტის წევრმა.
რკინიგზის დეპარტამენტთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციაზე შეკრებილები არიან მოშიმშილეების მხარდამჭერები, პროფკავშირების წარმომადგენლები, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ,,აუდიტორია 115″-ის წარმომადგებლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები