პარლამენტის წევრმა გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელს წარსული შეახსენა

 

პარლამენტის წევრმა ლევან კობერიძემ გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელ ირაკლი პეტრიაშვილს წარსული შეახსენა და აღნიშნა, რომ კარს მომდგარი არჩევნები და მიმდინარე საპროტესტო აქციები ერთმანეთთან კავშირშია.
ამის შესახებ კობერიძემ ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა.
“როგორც იცით, არჩევნები მოახლოებულია. გვახსოვს, ირაკლი პეტრიაშვილის წარსული, რომელიც ძალოვანი სტრუქტურების დახმარებით გაერთიანებული პროფკავშირის ხელმძღვანელი გახდა და დიახ, ამ ყველაფერს იყენებს, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად”, – განაცხადა პარლამენტის წევრმა.
რკინიგზის დეპარტამენტთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციაზე შეკრებილები არიან მოშიმშილეების მხარდამჭერები, პროფკავშირების წარმომადგენლები, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ,,აუდიტორია 115″-ის წარმომადგებლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები