თელავში მამაკაცმა, სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენა

კახეთში, თელავში 30-წლამდე მამაკაცმა, სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენა. ის ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით და უგონო მდგომარეობაში მყოფი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს გამოძიება. შსს კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები