„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ვარკეთილი 3-ის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო

დღეს, 29 აგვისტოს, ვარკეთილი 3-ის III მიკრორაიონში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, წყალსადენის ქსელის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო.
სამუშაოების ფარგლებში, წყალსადენის ქსელის 2.8 კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება და ევროსტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტები დამონტაჟდება. რეაბილიტაციის პროცესში, აღნიშნულ მისამართზე ყველა კორპუსთან ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება, შედეგად, საგრძნობლად შემცირდება როგორც დაზიანებების რაოდენობა, ასევე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის დასაწყისში დასრულდება.
„ვარკეთილი 3-ის III მიკრორაიონში, 310-ე კორპუსის მიმდებარედ წყალსადენის ქსელი ამორტიზებულია, რის გამოც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გახდა აუცილებელი რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. ქსელის დიაგნოსტიკის შედეგად, აღნიშნულ მისამართზე წყალსადენის ქსელის სრულად შეცვლის და ყველა კორპუსთან ახალი, ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულის დამონტაჟბის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები