ბაკურიანში, დიდველზე საბაგირო გაითიშა

ბაკურიანში, დიდველზე ერთ-ერთი საბაგირო გაითიშა.
ამის მიზეზი ელექტროენერგიის შეწყვეტაა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელის, სანდრო ონოფრიშვილის ინფორმაციით, ბაკურიანში გათიშული საბაგიროებიდან ხალხის უმეტესი ნაწილი ჩამოყვანილია.
მისივე თქმით, მთის წვერზე მყოფ დამსვენებლებს მაშველები ავტომობილებით ჩამოიყვანენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები