„უმჯობესი იქნება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოფისში დაიბაროს თავისი ყოფილი მინისტრები, რომლებმაც 2008 წლის ომის დროს ტერიტორიები დაკარგეს“

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საჭიროდ არ მიიჩნევს, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე რუსეთისადმი მიმართვის საკითხზე პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი მივიდეს.
წულუკიანმა აღნიშნული კომენტარი შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ალბათ უმჯობესი იქნება, “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი ყოფილი მინისტრები და უმაღლესი თანამდებობის ის პირები დაიბაროს პარტიის ოფისში და პასუხი მოჰკითხოს, რომლებმაც 2008 წელის ავბედითი ომის დროს ტერიტორიები დაკარგეს“, -აღნიშნა წულუკიანმა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა, სამინისტროებმა, უწყებებმა, მაშველებმა და მოქალაქეებმა, ვინც ხანძარს ებრძოდა, მოახერხეს, რომ ადამიანური დანაკლისი არ არის.
„რა საფრთხეც იქ სოფლებს  ემუქრებოდა, თავიდან აცილებულია.  ეს სწორედ მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და თითოეული მაშველის დამსახურებაა. თუ ეს ოპოზიციას არ მოსწონს, მათი პრობლემაა. მეც არ მომწონს ისევე, როგორც ჩვენს საზოგადოებას, რომ სწორედ მათ ოკუპანტს ხელი შეუწყეს იმაში, რომ მახეში გაბმულიყვნენ და ტერიტორიები დაეკარგათ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები