“კომისიას წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე მკაცრი რეაგირება ექნება“

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, უწყებათაშორის კომისიას წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე მკაცრი რეაგირება ექნება.
შესაბამისი კომენტარი თეა წულუკიანმა ცესკოსთან ადმინისტრაციულ რესურსთან დაკავშირებით დღეს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისას გააკეთა.
“წელსაც, ტრადიციისამებრ, საარჩევნო კამპანიის პირობების მემორანდუმს ვაფორმებთ, რომელიც, რასაც წარსულში, ახლაც იგივეს – მთავარი პრინციპებისადმი ერთგულებას ითვალისწინებს, კერძოდ, იმას, რომ სახელმწიფო და მმართველი პოლიტიკური პარტია 2012 წლიდან დღემდე გაყოფილები არიან და გვინდა მომავალშიც ასე იყოს – წინასაარჩევნო კამპანიის დროს კონკურენციისთვის ყველა პარტიას თანაბარი პირობები ჰქონდეს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ უნდა მოხდეს არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციური პარტიის მიერ, რომლებიც შეიძლება რომელიმე თანამდებობაზე არიან, ხელი ადმინისტრაციულ რესურსზე მიუწვდებათ და ამჟამად თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატები არიან”,-განაცხადა წულუკიანმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომისია  ყველაფერს აკეთებს, რათა პარტიებმა, გამგებლობისა და მერობის კანდიდატებმა თავისუფალი კონკურენცია შეძლონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები