ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე, ყოველდღე, 19:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, ძლიერი ქვის ცვენის გამო, ყოველდღე, საღამოს 19:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, – ამის შესახებ „კვირას“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები