პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ბორჯომის ხანძრის ლიკვიდაციაში რუსეთისთვის დახმარების თხოვნაში მთავარი პრობლემა ინფორმაციის დამალვაა

„როდესაც საქმე ეხება რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების თხოვნას, უაღრესად მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციაში რუსეთისთვის დახმარების თხოვნაში მთავარი პრობლემა ინფორმაციის დამალვაა.
”ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემაა ინფორმაციის დამალვა. მაშინ, როდესაც მიიღება ესა თუ ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების თხოვნას, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ საზოგადოებას ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია და საზოგადოების უკან რაღაც მოლაპარაკებები არ წარმოებდეს. ჩვენ გვახსოვს, რომ ასეთივე შემთხვევა გვქონდა „გაზპრომთან“ მიმართებაში და ძალიან ცუდია, რომ ეს ყველაფერი  ერთგვარი ტენდენციის სახეს იძენს“, – განაცხადა ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები