სოფელ ტანძიის საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება

წელს სოფელ ტანძიის საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.
სამუშაოების შესასრულებლად მუნიციპალიტეტმა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 31 აგვისტოს დასრულდება, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღში საკანალიზაციო ქსელი და სველი წერტილები მოწესრიგდება.
დაზიანებული სახურავი ახალი ლითონ-კრამიტით შეიცვლება.
ბაღის ეზოში კეთილმოეწყობა საბავშვო გასართობი მოედანიც. ტანძიის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები