სოფო ქაცარავა მიხეილ ჯანელიძის პარლამენტში მისვლას საჭიროდ არ მიიჩნევს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა, ბორჯომის ხეობაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის მისვლას საჭიროდ არ მიიჩნევს.
თუმცა, როგორც ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ საჭირო იქნება, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა აუცილებლად შედგება.
“როგორც მოგეხსენებათ, ბორჯომის ხეობაში კონკრეტული ვითარების დროს საქართველოს მხარემ დახმარებისთვის ყველას მიმართა, მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გამოყენებულ იქნა საერთაშორისო ფორმატები. ეს არის ევროკავშირი, ნატო და გაერო. ასევე, საქართველოს მხარემ მიმართა მეზობელ სახელმწიფოებს და ამასთან დაკავშირებით აბაშიძე-კარასინის ფორმატში  საუბარი შედგა. იცით, რომ ზურაბ აბაშიძემ ამაზე გააკეთა დეტალური განმარტება. შესაბამისად, რუსეთის მხრიდან დახმარების საჭიროება დღის წესრიგში აღარ დადგა, რადგან ხელისუფლების ძალიან კოორდინირებული, ოპერატიული, ეფექტური მუშაობის შედეგად კატასტროფა თავიდან ავიცილეთ”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
„ნაციონალური მოძრაობა“, ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე რუსეთისთვის მიმართვის გამო, მთავრობის წევრებს პარლამენტში იბარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები