შს სამინისტრომ სიღნაღში ძაღლების თავშესაფრის მეპატრონის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრომ სიღნაღში მომხდარ ფაქტთან გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სიღნაღში ძაღლების თავშესაფრის მეპატრონე მატილდა მირზოევა სცემეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ლაშა გეგეჭკორმა გაავრცელა.
“სიღნაღში ნაცემია მატილდა, ძაღლების თავშესაფარის მეპატრონე. როგორც რიგითი მოქალაქე, სასწრაფოდ ვითხოვ რეაგირებას შესაბამისი სამსახურებისგან!”- წერს ლაშა გეგეჭკორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები