“ძალიან მიკვირს, თავის დროზე კორუფციის ჭაობში ჩაფლული და ახლა ოპოზიციაში მყოფი ცალკეული პოლიტიკური ლიდერების განცხადებები“

ნეფარიძის საქმეზე საბოლოო პასუხს მიმდინარე გამოძიება იტყვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ნარმანიამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც უპასუხა.
“ძალიან მიკვირს ხოლმე, თავის დროზე კორუფციის ჭაობში ჩაფლული და ახლა ოპოზიციაში მყოფი ცალკეული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ისეთი განცხადებები, რომელზეც მათი მხრიდან მორალური საფუძვლები წესით არ უნდა არსებობდეს. როგორც ვიცი, მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი ნეფარიძის საქმესთან დაკავშირებით. გამოძიების დასრულების შემდეგ  ყველას ზუსტად გვეცოდინება, თუ რასთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები