ვეკუას ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე ავტოტრანსპორტის შესვლა შეიზღუდება

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ორბელიანის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 29 აგვისტოს, 18:00 საათიდან, ვეკუას ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე ავტოტრანსპორტის შესვლა შეიზღუდება. შესაბამისად, N4, 10, 106, 103, 112, 20 და 90 ავტობუსების ბოლო გაჩერება იქნება ვეკუას ქუჩის დასაწყისში და არა – ორბელიანის მოედანზე.
დროებით შეიცვლება იმ მიკროავტობუსების სამარშრუტო სქემაც, რომლებიც ვეკუასა და მტკვრის ქუჩების გავლით მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობდნენ. ისინი სვლას ბარათაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, გადავლენ ბარათაშვილის ხიდზე, რის შემდეგაც იუსტიციის სახლის მიმართულებით მობრუნდებიან და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ”, – აღნიშნულია განცხადებაში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები