შს მინისტრი: ბორჯომის ხეობაში ცეცხლის გაჩენის საფრთხე პრაქტიკულად მოხსნილია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ცეცხლის გაჩენის საფრთხე პრაქტიკულად მოხსნილია.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს დილით, ბორჯომის ხეობაში იწვოდა ტორფი, რომლის დამუშავებაც მეხანძრე-მაშველებმა დროულად შეძლეს.
”სათითაოდ მუშავდება თითოეული კუნძი, რომლისგანაც ცეცხლის გაღვივების საფრთხე მოდიოდა. საკმარისი ძალა რჩება ამ ზონაში. ცეცხლის გაჩენის საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს. ცოცხალი ძალა რჩება, შტაბი განაგრძობს მუშაობას”, – განაგრძო მღებრიშვილმა.
რაც შეეხება საგანგებო შტაბის დაშლას, როგორც მღებრიშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის შტაბი მუშაობს და მისი დაშლის გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე მიიღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები