გვარამია ელისაშვილზე: თუ პრობლემა არაა ათი ათასი ხელმოწერა, რას კივი ციცარივით სამი დღეა?

უკიდურესად სამარცხვინო განცხადებაა, – ასე აფასებს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ მისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება სამარცხვინო იყო.
„უკიდურესად სამარცხვინო განცხადებაა. თან არცთუ მაღალი ინტელექტის ნიშანი – ასე რომც ფიქრობდე, არ უნდა გაამხილო.
და თუ არ სჭირდება არავის დახმარება და პრობლემა არაა ათი ათასი ხელმოწერა, რას კივი ციცარივით სამი დღეა? შეაგროვე და შეიტანე ოჯახაშენებულო.
p.s. „ყველა მხრიდან ცეცხლი გამიხსნეს, მაგრამ მე და ხალხი გავიმარჯვებთ“, ცოტა დიაგნოზივით კი ჟღერს, ბოდიში“,- წერს გვარამია.
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებაზე, რომ პარტია ელისაშვილს ერთ კვირაში 10 000 ხელმოწერის შეგროვებაში დაეხმარება, უარს ამბობს.
ელისაშვილის თქმით, აღნიშნული შეთავაზება მის რეპუტაციაზე დარტყმა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები