სოფელ ფერმასთან მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

მცხეთასთან, სოფელ ფერმასთან მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. “ნისანის” მარკის ავტომობილი გზიდან გადავიდა. ისინი მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ერთი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის ამ დრომდე მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში რჩება, დანარჩენი ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები