სოფელ კორხში ხანძარი ლოკალიზებულია – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში ხანძრის ლოკალიზებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
”შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – ”112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალქალაქში, სოფელ კორხის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, შერეული ტყის მასივში გაჩნდა ხანძარი.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა ათეულობით მეხანძრე-მაშველისა და შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის მობილიზება. რთული რელიეფის მიუხედავად, მეხანძრე-მაშველების დროული და ეფექტური რეაგირების შედეგად, 2-3 ჰა ფართობზე გავრცელებული ხანძრის ლოკალიზება უმოკლეს დროში მოხდა.
ამჟამად, მიმდინარეობს ხანძრის ცალკეული კერების ლიკვიდირება. ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები