დე ფაქტო აფხაზეთმა და მთიანმა ყარაბაღმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით არაღიარებულ მთიან ყარაბაღში იმყოფება. რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვან პროექტ „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, სტეფანაკერტში აფხაზმა “მინისტრმა” დაურ კოვემ და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კარენ მირზოიანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
„აფხაზეთის საგარეო უწყების დელეგაციის ეს ვიზიტი მორიგი დასტურია იმ ტრადიციულად მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობებისა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს“, – განაცხადა კარენ მირზოიანმა.
თვითგამოცხადებული აფხაზეთის და მთიანი ყარაბაღის მინისტრებმა შეხვედრისას, ასევე, ისაუბრეს რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე.

წყარო: რადიო „თავისუფლება“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები