მამუკა მდინარაძე ალეკო ელისაშვილის ბრალდებებზე: პროვოკაციებზე საუბარს, დესტაბილიზაციის შეტანის მცდელობებს შევეშვათ

ყველას მინდა ვთხოვო, რომ ამ პროვოკაციებზე საუბარს, დესტაბილიზაციის შეტანის მცდელობებს შევეშვათ, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ხელისუფლებისადმი თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს.
„ყველას მინდა ვთხოვო, რომ ამ პროვოკაციებზე საუბარს, დესტაბილიზაციის შეტანის მცდელობებს შევეშვათ და ვაწარმოოთ საქმეზე ორიენტირებული წინასაარჩევნო პოზიტიური კამპანია. ამით უფრო მეტს გავუკეთებთ ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას. სჯობს, რომ ამ მიმართულებით ახალი პოლიტიკური კულტურა დავნერგოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები