აზერბაიჯანის და სომხეთის სამაშველო ჯგუფებმა ბორჯომის ხეობა დატოვეს

აზერბაიჯანის და სომხეთის სამაშველო ჯგუფები ბორჯომის ხეობიდან უკვე გავიდნენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ჯგუფებმა ბორჯომის ხეობა ეტაპობრივად დატოვეს. ბორჯომის ხეობას დღეს, სავარაუდოდ, დატოვებენ მაშველები ბელორუსიიდან და თურქეთიდან.
რაც შეეხება სოფელ დაბასთან არსებულ საგანგებო შტაბს, ის კვლავ განაგრძობს მუშაობას და ადგილზე რჩებიან ქართველი მეხანძრე – მაშველები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები