კახა კალაძე: განათლებული, მოტივირებული ახალგაზრდების ახალი ძალა და ნიჭიერება შეემატა ჩვენს ქვეყანას

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ახალგაზრდებს ეროვნულ გამოცდებში მოპოვებულ წარმატებას ულოცავს. შესაბამის პოსტს კახა კალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„დღეს ათასობით აბიტურიენტი გახდა სტუდენტი. განათლებული, მოტივირებული ახალგაზრდების ახალი ძალა და ნიჭიერება შეემატა ჩვენს ქვეყანას. გილოცავთ სტუდენტებს, გილოცავთ მათ ახლობლებს და გულშემატკივრებს. თქვენი მომავალი ქვეყნის მომავალია! წარმატებას გისურვებთ“, – წერს კახა კალაძე.

ცნობისთვის, წელს 39 ათასი აბიტურიენტიდან 28 ათასზე მეტი სტუდენტი გახდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები