პრეზიდენტი: ძვირფასო სტუდენტებო, გულითადად გილოცავთ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეულ წარმატებას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
„ძვირფასო სტუდენტებო, გულითადად გილოცავთ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეულ წარმატებას. იწყება ახლის შეცნობისა და ახალი გამოცდილების შეძენის პროცესი, რომელზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თქვენი შესაძლებლობების განვითარება. ღრმად მწამს, რომ სტუდენტობის პერიოდში მიღებულ ცოდნას და შესაძლებლობებს ჩვენი საზოგადოების განვითარების, ქვეყნის კეთილდღეობისა და წინსვლისათვის გამოიყენებთ. წარმატებულ და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ“, – აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები