ლიანა ისაკაძის კონცერტზე მისი მეუღლე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

ცნობილი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის კონცერტზე მისი მეუღლე, მუსიკოსი თამაზ ჩაჩუა შეუძლოდ გახდა და ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
თამაზ ჩაჩავას გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ეხმაურება.
„მთელი გულით თანავუგრძნობ ჩემს ძვირფას მეგობარს, ქალბატონ ლიანა ისაკაძეს, მისი მეუღლის, ბატონ თამაზ ჩაჩავას მოულოდნელი გარდაცვალების გამო. მე პირადად, უკვე სამი ათეული წელია და თინიკო კი თითქმის ოცი წელია, რაც ვმეგობრობდით ბატონ თამაზთან და მუდამ გულისტკივილით გაგვახსენდება ეს უნიჭიერესი, ზედმიწევნით წესიერი, უაღრესად განათლებული და დახვეწილი პიროვნება. მოგვენატრება მასთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბრები და მისი კეთილმასპინძლობა ყველგან, სადაც თავად იყო, რადგანაც ასეთი იყო, ყველგან ყველას მასპინძელი და ყველას მხარში მდგომი. უდიდესი ტრაგედიაა ეს ქალბატონი ლიანასთვის და ღმერთმა მისცეს მას ძალა, რომ გაუმკლავდეს ცხოვრებას ბატონი თამაზის გარეშე. ძალიან მოგვენატრება…. ნათელში იყოს მისი სული“, – წერს ზვიად კვაჭანტირაძე.
ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული ფესტივალი „ღამის სერენადები“ ტრადიციულად, ყოველ წელს ტარდება. ფესტივალის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, „ღამის სერენადები” გაგრძელდება და თამაზ ჩაჩავას ხსოვნას მიეძღვნება.
ფესტივალის დასკვნითი საღამო 31 აგვისტოს თბილისში, რუსთაველის თეატრში უნდა გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები