ცესკომ A-WEB-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მსოფლიო საარჩევნო ადმინისტრაციების ასოციაციასთან (A-WEB) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს ხელს აწერენ თამარ ჟვანია და А-WEB-ის გენერალური მდივანი კიმ იონგ-ჰი. მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები თანხმდებიან, ითანამშრომლონ თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების მიმართულებით.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში А-WEB-ის წარმომადგენლებთან რამდენიმედღიანი შეხვედრები მიმდინარეობს. ცესკოს წევრები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ხმის დათვლის ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, ასევე, ხმის დათვლის ელექტრონული მოწყობილობების შესაძლებლობებზე მსჯელობენ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საარჩევნო ადმინისტრაციების ასოციაციის პროექტების დირექტორმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენელმა და პროექტების მენეჯერმა უბნებზე ხმის დათვლის ოპტიკური სკანერის შესახებ (Precinct Count Optical Scanner) პრეზენტაციაც გამართეს. დელეგაციის წევრებმა ოპტიკური სკანირების მეშვეობით ხმის დათვლის უპირატესობაზე ისაუბრეს. მათ შეხვედრის მონაწილეებს აჩვენეს ყველა ის ფუნქცია, რომელიც სკანირების აპარატს გააჩნია.

ხმის დათვლის აპარატი შედგება სკანერისა და საარჩევნო ყუთისგან, სადაც ბიულეტენები თავსდება, რის შემდეგაც ხდება მონაცემების სკანირება და ხმების ავტომატურად დათვლა.

სამუშაო შეხვედრები დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები