მდინარე გუჯარულაში საწვავ-საპოხი მასალების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, მდინარე გუჯარულაში საწვავ-საპოხი მასალების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, ვერტმფრენის ავარიული დაშვების ადგილზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები იმყოფებიან, რომლებიც შეაფასებენ არსებულ ვითარებას და აიღებენ წყლის სინჯებს. ამ ეტაპზე, მყისიერად მოხდა ხელოვნური გუბურის ლოკალიზება და მდინარეში საწვავ-საპოხი მასალების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს“, -აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა – „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები