ამირან სალუქვაძე: კიდევ ერთხელ, მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს მფრინავებს

ბრიგადის გენერალი ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში – ამირან სალუქვაძე ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტს ეხმაურება. შესაბამის პოსტს ის ფეისბუქის პირად გვერდზე ავრცელებს.
„ძალიან ცუდია… მთავარია, ეკიპაჟი გადარჩა, რკინა რკინაა, ბევრი გვაქვს, გავარემონტოთ და ახალ აპარატებზე გადავსვათ. მთავარია, ადამიანის სიცოცხლე, მთავარია ეკიპაჟი. მათ ახლა სჭირდებათ რეაბილიტაცია, მათ შორის ფსიქოლოგიური, და თანადგომა!!! რა თქმა უნდა, მიზეზი უნდა დადგინდეს, მაგრამ მფრინავებს გავუფრთხილდეთ და ტრადიციები დავიცვათ! კიდევ ერთხელ, მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს მფრინავებს, მეგობარი ქვეყნების ეკიპაჟებს, ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო სტიქიის ლიკვიდაციაში“,- წერს ამირან სალუქვაძე.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში, წყლის რეზერვუარის ავსებისას, ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენი ქართულია. ეკიპაჟის წევრები ბორჯომის საავადმყოფოდან თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადმოჰყავთ.ექიმების ინფორმაციით, მათ მხოლოდ გარე დაზიანებები აღენიშნებათ და არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები