ბორჯომის ხეობაში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
ბორჯომის ხეობაში, იმ ადგილას, სადაც ქართული ვერტმფრენი ჩამოვარდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. პარალელურად, მიმდინარეობს ვერტმფრენის წყლიდან ამოტანის სამუშაოები. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა და არსებულ ვითარებას გაეცნო.
ბორჯომის ხეობაში, წყლის რეზერვუარის ავსებისას, ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენი ქართულია. ეკიპაჟის წევრები ბორჯომის საავადმყოფოდან თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადმოჰყავთ. ექიმების ინფორმაციით,მათ მხოლოდ გარე დაზიანებები აღენიშნებათ და არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.