გიორგი მღებრიშვილი: ბორჯომის ხეობაში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია

“თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
როგორც შს მინისტრმა ბორჯომის ხეობაში ყოფნისას განაცხადა, საგანგებო შტაბის დილის თათბირის შემდეგ, მან თავდაცვის მინისტრთან ერთად, ტერიტორია ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერა, რათა ყველა პრობლემური ლოკაციის იდენტიფიცირება მოეხდინათ.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მიუხედავად ამისა, ზონაში რჩებიან თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა, მეხანძრე-მაშველები, ასევე, ავიაცია. ჩვენ ვაწარმოებთ ყველა პრევენციულ სამუშაოს, რათა შემდგომში აღარ მოხდეს ზედმეტი გართულებები“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები