ზაზა გაბუნია: სტიქია დაძლეულია და გაძლიერდა რწმენა, რომ ერთად ბევრი შეგვიძლია

“სტიქია დაძლეულია და გაძლიერდა რწმენა, რომ ერთად ბევრი შეგვიძლია. სახელმწიფომ, პრემიერის ხელმძღვანელობით, მთავრობის წევრების, სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობით, აჩვენა ძლიერი და ეფექტური ძალისხმევა, მათ უძილო ღამეებს, სწორ სტრატეგიულ ხედვას აქვს მნიშვნელოვანი შედეგი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.
მან ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულ პირებს, პატრიარქს და ეკლესიას, კერძო პირებს და კერძო კომპანიებს მადლობა გადაუხადა.
„ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრის კერები იყო დიდი გამოწვევა და მათი დაძლევა იქცა დიდ გამარჯვებად“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები