კახა კუჭავა: ეს სტიქია არის ბუნების გზავნილი, რომ გავერთიანდეთ და ერთად დავიცვათ გარემო

“ბორჯომის ეს სტიქია არის ბუნების გზავნილი, რომ გავერთიანდეთ და ერთად დავიცვათ გარემო, ერთიანი ძალებით უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ბუნებაზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.
კუჭავას თქმით, საგანგებო შტაბი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით წარმატებით გაუმკლავდა ურთულეს გამოწვევას.
„სოფელ დაბასა და წაღვერის ხეობაში ხანძრის გაჩენიდან მეექვსე დღეს ცეცხლის თითქმის ყველა კერა ლიკვიდირებულია. დარჩენილია ორი სამი კერა, სადაც მობილიზებულია ტექნიკა და ფიზიკური ძალა. მიუხედავად ქარისა, სიტუაცია სრულიად კონტროლის ქვეშ არის. გადამწვარი ფართობის ძირითადი ნაწილი 2008 წლის ხანძრის ტერიტორიებს იმეორებს და შესაბამისად, ჰაბიტატების განადგურება ჯერჯერობით არ გამოვლინდა. უკვე დაწყებულია აღდგენითი სამუშაოების დაგეგმარების პროცესი. ძალიან სასიხარულოა, რომ დახმარების სურვილი გამოთქვა ძალიან ბევრმა დაინტერესებულმა მხარემ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები