ლევან იზორია: ბორჯომის ხეობაში, პრევენციის მიზნით, ადგილზე ცოცხალი ძალა კიდევ რამდენიმე დღე დარჩება

ბორჯომის ხეობაში, პრევენციის მიზნით, ადგილზე ცოცხალი ძალა კიდევ რამდენიმე დღე დარჩება. ამის შესახებ „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საგანგებო შტაბი მუშაობას კიდევ რამდენიმე დღე განაგრძობს. მათივე ინფორმაციით, დღეს დილით საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ენერგეტიკის მინისტრების ერთობლივი თათბირი გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც, მინისტრებმა არსებული ვითარება ვერტმფრენით შეისწავლეს.
თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას თქმით, ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა პრევენციის მიზნით, ადგილზე ცოცხალი ძალა, ტერიტორიის მონიტორინგისა და პატრულირების მიზნით,კიდევ რამდენიმე დღე დარჩება. ლევან იზორიას განცხადებით, ხანძრის ლიკვიდირება სხვადასხვა უწყებების აქტიური ძალისხმევით მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები